2022 წლის 7 ნოემბერს გრუნის სამართლის სკოლის სტუდენტები მედიაციის სავალდებულო სასწავლო კურსით განსაზღვრული პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრს ეწვივნენ.
ვიზიტის დროს სტუდენტებმა ცენტრის ხელმძღვანელთან, მოქმედ მედიატორთან ელენე ორჯონიკიძესა და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, გრუნის პროფესორ ირაკლი ყანდაშვილთან განიხილეს სასამართლო მედიაციის კონკრეტული ქეისები, მიღებული გადაწყვეტილებები და, ზოგადად, ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრობლემები.
სტუდენტებმა პროფესიონალი სპეციალისტებისაგან მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.