ლუცერნის უნივერსიტეტის პროფესორი გრუნის სტუმრობდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლუცერნის უნივერსიტეტის პროფესორი გრუნის სტუმრობდა


27 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შვეიცარიის ლუცერნის უნივერსიტეტის პროფესორი, ტურიზმისა და მობილობის ინსტიტუტის თანახელმძღვანელი ურს ვაგენსილი ეწვია.

 

პროფესორი ვაგენსილი საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტია ტურიზმის სფეროს ისეთი მიმართულებებისა, როგორებიცაა: ადგილმდებარეობის მარკეტინგი, ბრენდინგი და მენეჯმენტი, ადგილმდებარეობის სტრატეგია და განვითარება, მდგრადი განვითარება და სხვა.

 

შვეიცარიელი სტუმარი საქართველოს USAID-ის პროექტის ფარგლებში სტუმრობს.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მან რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან და ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანთან, პროფესორ ვახტანგ ჭარაიასთან განიხილა საქართველოს ტურიზმის პერსპექტივები და აკადემიურ სივრცეში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, უნივერსიტეტის რექტორმა სტუმარს არაერთი საინტერესო ინიციატივა შესთავაზა.

 

შეხვედრის დასასრულს პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ პროფესორი ვაგენსილისა და მისი ადგილობრივი სტუდენტებისათვის საგანგებოდ მომზადებული ლექცია - „საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“, წაიკითხა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.