გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს: მედიცინის სკოლაში, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის, კარიერული განვითარებისა და უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ცენტრში, კოორდინატორის თანამდებობაზე.
კონკურსი ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:
- დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
- დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
- საგანმანათლებლო/სამედიცინო დაწესებულებაში სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი, სასურველია არანაკლებ ერთი წელი);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ (B2 დონე).
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროფილის დაგეგმვის და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში, ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი და კონსულტირება;
- სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის პროცესის ორგანიზება და პროგრამული შესაბამისობების დადგენა;
დამატებითი უნარები:
- სტუდენტებთან და პერსონალთან კორექტული და საქმიანი ურთიერთობის უნარი;
- კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი;
- ორგანიზაციული მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, (როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი)
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება, შეთანხმებით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
კონკურსის პირობები: საკონკურსო განაცხადების გადარჩევა გასაუბრება
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია - CV;
- შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;
- ორი ფოტოსურათი;
- განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით და დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამსახურებრივი (პროფესიული) გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა და სხვა);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს;
- ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით.
დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 7 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით;
შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა.
შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 27 ივლისს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gruni.edu.ge
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3; საკონტაქტო ტელეფონი: 2 38 44 06 (118); ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; nana.kubaneishvili@gruni.edu.ge