Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
ნია ქავთარაძე სტუდენტთა ომბუდსმენია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნია ქავთარაძე სტუდენტთა ომბუდსმენია


მ/წ 13 მაისს გამართულმა სტუდენტთა ომბუდსმენის საკონკურსო კომისიის სხდომამ განიხილა ამ პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა კანდიდატურები. წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, შეაჯამა შედეგები და გამარჯვებულად ცნო სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნია ქავთარაძე.

 

ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა 1 წელია. ერთი და იგივე პირი ომბუდსმენად შესაძლებელია აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

 

უნივერსიტეტი ულოცავს ნია ქავთარაძეს ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე არჩევას და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.

 

აღსანიშნავია, რომ მეორე აპლიკანტი არ ჩამოუვარდებოდა გამარჯვებულ კანდიდატს, ამიტომ კომისიის სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება დასვას საკითხი ადმინისტრაციის წინაშე ომბუდსმენის მოადგილის პოზიციის შემოღების თაობაზე.