შემაჯამებელი ლექცია-ელექტრონული წერილის წერის ეტიკეტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შემაჯამებელი ლექცია-ელექტრონული წერილის წერის ეტიკეტი


2022 წლის 21 მაისს დასრულდა აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე ლექციათა ციკლი.

 

მეოთხე და ამ სემესტრის ბოლო ლექცია ელექტრონული წერილის წერის ეტიკეტის განხილვას დაეთმო.

 

ლექციის მომხსენებლები იყვნენ გრუნის რექტორის მრჩეველი, ბიზნესინგლისურის სასწავლო კურსის ლექტორი ანა აბესაძე და პროგრამის ETA ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი გრუნიში, ბრენდონ ჰარდინგი.

 

ვებინარზე განიხილეს: იმეილის ტიპები, სტრუქტურა, წერის ეტიკეტი და სხვ. პრეზენტაციის ბოლოს, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ემუშავათ ჯგუფურ დავალებაზე და შედეგები აუდიტორიისთვის წარედგინათ.

 

მიუხედავად ამ სემესტრის ბოლო ლექციისა, ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების შესახებ. სექტემბრიდან იგეგმება ახალი ჯგუფების შექმნა და ვირტუალური გაცვლითი პროგრამების ლექციათა სერიის აღდგენა.