მედიცინის აკადემიური პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თანამედროვე ტექნოლოგიები ქირურგიაში, რომელსაც უძღვებოდა გრუნის საპატიო დოქტორი, ლუდვიგ მაქსიმელიანეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი კონრად კარსი (გერმანია). იგი ჩამოსული იყო საქართველოს კლინიკებში ოპერაციების ჩატარებისთვის და უნივერსიტეთტან შემდგომი თანამშრომლობის საკითხების განსახილველად. ლექცია ჩატარდა ონლაინფორმატით, თვალსაჩინო მასალის ინტენსიური გამოყენებით და სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით. დაიგეგმა, რომ შემდეგი ვიზიტის დროს, დაინტერესებულ სტუდენტთა ერთი ჯგუფი, დაესწრება ბატონი კონრადის მიერ ჩატარებულ ოპერაციებს.
ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. პროფესორმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.