ვებინარი: „ინტერესთა შეუთავსებლობის რეგულირება საჯარო სამსახურში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვებინარი: „ინტერესთა შეუთავსებლობის რეგულირება საჯარო სამსახურში“


2022 წლის 07 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე: ინტერესთა შეუთავსებლობის რეგულირება საჯარო სამსახურში“.

 

ვებინარის ფარგლებში, მოხსენება გააკეთა პროფესორმა თეა სამჭკუაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენის, აღკვეთის რეგულირების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

 

პროფესორმა მიმოიხილა ინტერესთა შეუთავსებლობის არსი, ყურადღება გაამახვილა ინტერესთა შეუთავსებლობის სუბიექტებზე, ინტერესთა შეუთავსებლობის წარმოშობის შესაძლო რისკებზე, მის ფორმებსა და ინტერესთა შეუთავსებლობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე.

 

ვებინარში სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები.