GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის ინიციატივით, კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ფარგლებში, GRUNI-ის ტერიტორიაზე ყოველწლიურად დაირგვება ხე კურსდამთავრებულთა სახელზე. უნივერსიტეტი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინიციატივა უნივერსიტეტის ტრადიციად დამკვიდრდება, რაც არა მხოლოდ გამოარჩევს უნივერსიტეტს გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის განცდასაც გაზრდის სტუდენტებში.
ამასთან, GRUNI SDGs-ის სტუდენტური კლუბის ინიციატივით, მდგრადი განვითარების ცენტრში განთავსებულია მაკულატურის ყუთი, რომელშიც შესაძლებელია გადასამუშავებელი მაკულატურის მოთავსება. მაკულატურის ჩაბარებისას სრულად იქნება დაცული პერსონალური მონაცემების ყველა სტანდარტი.