თორნიკე მერებაშვილმა წარმატებით დაასრულა სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში და მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, აკადემიური კარიერა გააგრძელოს უნგრეთში.
ის ჩაირიცხა ბუდაპეშტის ერთ-ერთ პრესტიჟულ - ეტვეშ ლორანდის, უნივერსიტეტში და ისწავლის სამართლის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე (LL.M), ევროპისა და საერთაშორისო ბიზნესის სამართლის მიმართულებით.
თორნიკე მერებაშვილის წარმატება ახალგაზრდა მეცნიერებისადმი გრუნის უპრეცედენტო მხარდაჭერის დასტურია.
უნივერსიტეტი ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს თორნიკე მერებაშვილს საერთაშორისო საგანმანათლებლო ასპარეზზე.