გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის ირაკლი კახიძის დისერტაციის დაცვა თემაზე: “ძალაუფლების ეპიფენომენთა სტრუქტურული ტრანსფორმაცია ინფორმაციულ საზოგადოებაში“
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ ირემაძე.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - ირაკლი კახიძეს მიენიჭოს ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.