"თავისუფლების შეგრძნება და ნების თავისუფლება საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში"

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


"თავისუფლების შეგრძნება და ნების თავისუფლება საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში"


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოების მონაწილეობით ისეთი თანამედროვე საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო ერთიანობის, პიროვნული თავისუფლებისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს. ამასთან, შესაფერის გარემოს უქმნის მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, რათა მათი მონაწილეობით ჩატარდეს საინტერესო შეხვედრები, ონლაინდისკუსიები, საჯარო ლექციები, რაც მიმართულია საზოგადოების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული შეხედულებების ურთიერთგაზიარებისაკენ.

 

სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა მიმდინარე წლის 30 მარტის ონლაინ შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ კონფლიქტური კერების მქონე ქვეყნების წარმომადგენლები. დისკუსიის მთავარი თემა იყო: "თავისუფლების შეგრძნება და ნების თავისუფლება საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში".

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი შეუერთდა სამეცნიერო დისკუსიას. მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ისაუბრეს, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავისუფალი არჩევანისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების აუცილებლობაზე.

 

 მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლებისა და მოქალაქეთა უმრავლესობის მხრიდან ერთი და იმავე საზოგადოებრივი მოვლენის შეფასებისა აღქმის თანაფარდობას. გასაჯაროვდა ამ საკითხებზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებიც.

 

ამ მიმართულებით გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აქტოვობა მომავალშიც გაგრძელდება.