გრუნის სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს ზამთრის ონლაინ სკოლა თურქეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს ზამთრის ონლაინ სკოლა თურქეთში

გრუნის წარჩინებულმა სტუდენტებმა - მაია კოპაძემ და თამთა აბულაძემ, წარმატებით დაასრულეს ზამთრის ონლაინსკოლა თურქეთში, აიდინის უნივერსიტეტში.

 

ონლაინსკოლა ორი კვირის განმავლობაში, 2022 წლის 24 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, მიმდინარეობდა და ბიზნესისა და საჯარო მმართველობის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. შეთავაზება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მიიღო, როგორც პარტნიორმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტმა მაია კოპაძემ და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტმა თამთა აბულაძემ პროგრამის ფარგლებში გაიარეს სასწავლო კურსები: “Brand Management”, „Current issue in International Politics”. ონლაინსკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მათ გადაეცათ სერტიფიკატები.

 

სტუდენტების მონაწილეობა აიდნის უნივერსიტეტის ზამთრის ონლაინსკოლაში სრულად დაფინანსდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ, წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.