ლონდონის სტარტაპკომპანია „Pensight”-ი, რომელიც სულ ახლახან გახდა გრუნის პარტნიორი, სტუდენტებს სთავაზობს ინგლისურენოვან ვირტუალურ სტაჟირებას. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ახალგაზრდებმა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.
Pensight-ი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ექსპერტებს აუდიტორიასთან.
მთავარი მიმართულება არის გაყიდვები და მარკეტინგი, თუმცა, არ არის აუცილებელი კანდიდატი აღნიშნული პროფესიის სტუდენტი იყოს, მთავარია დაინტერესებული იყოს ამ სტაჟირებით.
მოთხოვნები სტაჟირებაში ჩასართავად შეგიძლიათ იხილოთ განცხადებაში: https://burnt-cowbell-1eb.notion.site/Growth-Intern-Role-1fec293a1f5b406c8eac78778bcf581b
განცხადებაში მოცემული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://pensight.com/