სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

მიმდინარე წლის 9 თებერვალს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2022-2023 სასწავლო წლისათვის კიდევ ხუთი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ეს პროგრამებია:

  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა;
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა;
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა;
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა;
  • აკადემიური პროგრამა იტალიაში;

 

პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ისე საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამებით ყოველწლიურად დაახლოებით 200-მდე სტუდენტს აფინანსებს.

 

ხუთივე პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ცენტრის ვებგვერდზე - www.iec.gov.ge - ელექტრონულ ფორმატში, ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით.

 

პროგრამით დაინტერესებულ კონკურსანტებთან პერიოდულად გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები. კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული რესურსებითაც, ცენტრის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში ან პროგრამული სამსახურის ელფოსტის: info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 1100-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა საქართველოში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

 

თითოეული პროგრამის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge