ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ გრუნის პარტნიორია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ გრუნის პარტნიორია


ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ გრუნის კიდევ ერთი პარტნიორი გახდა.

 

2022 წლის 4 თებერვალს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ერთობლივი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, რესურსების (მათ შორის, ინტელექტუალური) გაზიარებას, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებასა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

ასოციაციას ამ მიმართულებით წარმატებული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

 

თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია: ერთობლივი პრაქტიკული კომპონენტების - სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების - შემუშავება და დანერგვა; ზრუნვა სტუდენტების შემდგომ კარიერულ ზრდა-განვითარებაზე; უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და „დრონის“ ექსპერტთა ჩართვა ერთობლივად ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში;

 

ხელმოწერის ცერემონიის შემდგომ მხარეებმა ისაუბრეს ფორმალური და არაფორმალური განათლების შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაზღვრეს პრიორიტეტები.

 

თანამშრომლობის ფარგლებში პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სტუდენტებთან დაგეგმილია თებერვლის მეორე ნახევარში.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი თამარ თავხელიძე, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი მერი ლომია და ასოციაცის წარმომადგენლები: ხელმძღვანელი - გიორგი კიკალიშვილი, კოორდინატორები: ავთანდილ ვარდიაშვილი, არჩილ წულაია, ტრენერ-კონსულტანტი თეა ბულია.