Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
იტვირთება...
თანამშრომლობის მემორანდუმი სამართლის მეცნიერთა კავშირთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობის მემორანდუმი სამართლის მეცნიერთა კავშირთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დღითიდღე განამტკიცებს თანამშრომლობას სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებებთან და ამით ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტების გაძლიერებას.

 

2021 წლის 29 დეკემბერს გრუნიმ, სამართლის მეცნიერებისა და იურიდიული განათლების განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამართლის მეცნიერთა კავშირთან.

 

მხარეები შეთანხმდნენ, სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად, სტუდენტთა თეორიული, პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოამზადონ ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, საჯარო ლექციები, სემინარები სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხების შესახებ, განახორციელონ ერთობლივი სამეცნიერო - კვლევით პროექტები, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სამართლებრივი კულტურის დონის ამაღლებაში.