გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო - კვლევითი ცენტრის სახით ახალი პარტნიორი ჰყავს.
უმაღლესი აკადემიური განათლების ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და სწავლების პროცესში თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცების მიზნით, მიმდინარე წლის 17 იანვარს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ: დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი მიზნობრივი პროექტები, წარმართონ კვლევითი საქმიანობა, ორგანიზება გაუწიონ ერთობლივ კონფერენციებსა და პრაქტიკულ საგანმანათლებლო აქტივობებს, მათ შორის, სტუდენტების სტაჟირებას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI