კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, 2021 წლის 30 დეკემბრიდან, აცხადებს კონკურსს, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით:

 

მედიცინის სკოლა (სტომატოლოგია)

  1. ორთოპედიული სტომატოლოგია, პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. თერაპიული სტომატოლოგია, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. პაროდონტოლოგია, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

მედიცინის სკოლა დიპლომირებული მედიკოსი(ინგლისურენოვანი პროგრამა)

  1. პათოლოგია, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. რადიოლოგია და სამედიცინო რენტგენოლოგია, ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
  3. სამეცნიერო კვლევა, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  4. უჯრედული ბიოლოგია, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  5. სამედიცინო ფსიქოლოგია, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  6. კომუნიკაციის უნარები, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  7. ბიოქიმია, პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  8. ონკოლოგია, ასისტენტ-პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული
  9. ნეიროქირურგია, ასოცირებული პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული
  10. უცხო ენა - ქართული, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  11. კარდიოლოგია, ასოცირებული პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული
  12. ანასთეზიოლოგია, ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა

  1. მაკროეკონომიკა, პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. მენეჯმენტი, ინოვაციების მენეჯმენტი, პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში, ასისტენტ- პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  4. ფინანსები, ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  5. მარკეტინგი, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

  1. ქართული ფილოლოგია (საქმიანი ქაღალდები, საქმის წარმოება), ასოცირებული პროფესორი- ერთი საშტატო ერთეული
  2. სამაუწყებლო მედია .პრაქტიკული კურსი (ტელევიზია), ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
  3. ხელოვნების და კულტურის ფსიქოლოგია, პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  4. ზოგადი ფსიქოლოგია, პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

სამართლის სკოლა

  1. ადამიანის უფლებები, პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. სამოქალაქო სამართალი, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. კერძო სამართალი, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

  1. პოლიტიკის მეცნიერებები, პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. საჯარო მოხელის/პოლიტიკოსის აუდიტორიასთან კომუნიკაციის ფსიქოლინგვისტური ფაქტორები), პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. სამოხელეო სამართალი, პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

 

ბათუმის წარმომადგენლობა

ბიზნესისა და მართვის სკოლა

  1. ბიზნესის ადმინისტრირება, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. ინფორმაციული ტექნოლოგიები, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები), ასოცირებულ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  4. ტურიზმი, ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

  1. საჯარო მმართველობა, ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. პოლიტიკის მეცნიერებები, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. პოლიტიკის მეცნიერებები, ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

  1. ქართული ფილოლოგია (ზეპირი და წერითი ეტიკეტი ოფიციალურ ურთიერთობებში), პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. ინგლისური ენა, ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. კულტუროლოგია, ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

სამართლის სკოლა

  1. ადმინისტრაციული სამართალი, პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

 

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით.

ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით.

 

პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები : პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/დაპუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

 

შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების საფუძველზე

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრებაშრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:

  • სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
  • სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი) ;
  • დოქტორანტის ხელმძღვანელობა/ რეცენზენტობა;
  • ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია(პროგრამის ხელმძღვანელობა, მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა/ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობა (მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე სამეცნიერო მოხსენების მოსამზადებლად); აკადემიური საბჭოს წევრობა, სადისერტაციო საბჭოს/კომისიის წევრობა და სხვ.);
  • პროფესიული განვითარება (ტრენინგები, სემინარები...);
  • საგრანტო კვლევითი პროექტი
  • მონოგრაფია/სახელმძღვანელო/სამეცნიერო სტატია (ადგილობრივ ან/და საერთაშორისო გამოცემებში);
  • ციტირების ინდექსი
  • საერთაშორისო ან/და ადგილობრივ აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო ან/და ადგილობრივი აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
  • სახელისუფლებო/არასამთავრობო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა

 

კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია) შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;

დ) ორი ფოტოსურათი;

ე) განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით და დგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია გრანტის გამცემის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელიდოკუმენტი;

თ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) სამსახურებრივი (პროფესიული) გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა და სხვა);

კ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსყოფად;

ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 14 თებერვალს 18 თებერვლის ჩათვლით.

 

შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 25 თებერვალს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gruni.edu.ge

 

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 12 საათიდან 17 საათამდე. შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა

 

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი , მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3 ; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; n.kubaneishvili@gruni.edu.ge

 

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.gruni.edu.ge