გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა სამართლის სკოლის დოქტორანტის ანა კუჭუხიძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი სამართლის პოლიტიკის ფორმირებაში“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: სამართლის დოქტორი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - ანა კუჭუხიძეს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.