გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტის თამარ ხახიშვილის დისერტაციის დაცვა თემაზე: „ეკოტურისტული კლასტერი, როგორც საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების ეფექტური მექანიზმი“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდნენ: პროფესორი შოთა საღრიშვილი, პროფესორი მურთაზ კვირკვაია, კონსულტანტი პროფესორი ქენეთ პოლ შარმანი.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - თამარ ხახიშვილის მიენიჭოს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.