ახალგაზრდა ეკონომისტების კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალგაზრდა ეკონომისტების კონკურსი

საქართველოს ეროვნული ბანკი ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად იწყებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსების სტუდენტები, ასევე, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.

 

ეკონომიკური და ფინანსური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს საკვლევი თემის შერჩევამდე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.

 

კონკურსის მიზანია კვლევითი ნაშრომების მიმართ ახალგაზრდების დაინტერესების წახალისება და მათი ჩართულობის გაზრდა.

 

გამარჯვებულ კანდიდატებს შსაძლებლობა მიეცემათ საქარტველოს ეროვნულ ბანკში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.

 

პირველადი წინადადება და აბსტრაქტი მიიღება 2021 წლის 8 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია.