გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სამედიცინო კლინიკებთან აფართოებს თანამშრომლობის არეალს ამ მიმართულების სტუდენტების პროფესიული ზრდისა და დარგობრივი უნარების ფორმირება – განვითარების მიზნით.
კლინიკა “უნიქალმედმა” მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან და მასთან აფილირებული სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი და სხვა სამედიცინო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
გრუნი უკვე ორი წელია წარმატებით ახორციელებს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას.