ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PROFFORMANCE პროექტის კონსორციუმი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების საფეხურზე სასწავლო პროცესში ჩართულ აკადემიურ, სამეცნიერო და მოწვეულ პერსონალს.
უმაღლესი განათლების მასწავლებელთა ჯილდოს საერთაშორისო კონკურსის მიზანია უმაღლეს განათლებაში სწავლების საუკეთესო პრაქტიკის შეგროვება და მათი აღიარება, ასევე, სწავლების საუკეთესო მაგალითების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დონეზე თანამშრომლობის წახალისება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
კონკურსისთვის განაცხადების წარდგენა შეუძლიათ PROFFORMANCE პროექტის პარტნიორ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში ჩართულ პერსონალს. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
კონკურსით გათვალისწინებულია გამარჯვებულების გამოვლენა შემდეგ 4 ძირითად
კატეგორიაში:
-სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო კურსების დიზაინი (Student-centred course design);
-ინოვაციური სწავლება და სწავლა (Innovative teaching and learning);
-სტუდენტთა შეფასება (Students’ learning assessment);
-უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიის განხორციელება და გავლენა საზოგადოების ჩართულობითა და საზოგადოების განვითარებისთვის (Impact and mission with and for society).
თითოეულ კატეგორიაში პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომელთა ძირითადი
მიმართულება იქნება:
ა. დიგიტალიზაცია;
ბ. ინტერნაციონალიზაცია;
გ. ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება;
დ. მდგრადი განვითარება.
კონკურსში მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალი შეძლებს სწავლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას 2022 წლის საერთაშორისო კონფერეციაზე. ასევე, კონკურსის მონაწილეები გახდებიან PROFFORMANCE ქსელის წევრები, რაც მათ საშუალებას მისცემთ გაიგონ მეტი ინფორმაცია სწავლების პრაქტიკის განვითარებისა და სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების ინსტრუმენტების შესახებ.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ პროექტის ვებგვერდს www.profformance.eu.
გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 დეკემბერი, ხოლო აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია პროექტ PROFFORMANCE-ის ვებგვერდის - https://profformance.eu/call-for-application საშუალებით, სადაც ასევე სრულად არის მოცემული ინფორმაცია კონკურსისა და PROFFORMANCE პროექტის შესახებ.
გიზიარებთ უახლეს პუბლიკაციას - The landscape of higher education teachers’ performance publication: https://profformance.eu/benchmarking, რომელიც შესაძლოა საინტერსო იყოს უმაღლესი განათლების მასწავლებელთა ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მსურველი პერსონალისთვის და ზოგადად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მოცემული პუბლიკაცია მომზადებულია PROFFORMANCE პროექტის ფარგლებში და ასახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოკითხვის შედეგებს სწავლების შეფასების არსებულ პრაქტიკებზე პროექტის პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში.