გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უკვე ორი წელია სასწავლო-სალექციო კურსს, ძირითადად, აპლიკაცია google meet-ის გამოყენებით წარმართავს.
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი აპლიკაცია google meet-ის გამოყენების შესახებ იმ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, ვინც ჯერ კიდევ არ სარგებლობს აღნიშნული აპლიკაციით, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.
აპლიკაციის სამუშაო რეჟიმის გაცნობის შემდეგ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლებმა უპასუხეს შეკითხვებს და მონაწილეებს გაუზიარეს სპეციალური ინსტრუქცია სახელმძღვანელოდ.