იწყება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იწყება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა (სტუდენტთა) ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება - 16 აგვისტოს. რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება - 30 აგვისტოს 18.00 საათამდე.

 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 6 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით.

 

ყურადღება: ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებულო საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

 

დეტალური ინსტრუქციის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ელექტრონულ პორტალს: https://students.emis.ge