2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცედურა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცედურა

სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.students.emis.ge) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელეს რეგისტრაცია და მოიპოვეს მობილობის უფლება მ/წ 17 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ (გააქტიურდება 13 თებერვლიდან) უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.

 

უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
  3. პირადობის მოწმობის ასლი;
  4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  5. ატესტატის ასლი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  6. აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  7. 1 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
  8. სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
  9. სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);

 

რეგიისტრაციის საზღაური შეადგენს 15 (თხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

 

ს.ს “თიბისი ბანკი”

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების დასახელება: შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

 

გაითვალისწინეთთქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

 

ელექტრონული რეგისტრაცია გაიარე აქ

 

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3

 

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (107)