2020 წლის 5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: გენოციდი- The Crime of Crimes.
საჯარო ლექციაზე განხილულ იქნა გენოციდის, როგორც საერთაშორისო დანაშაულის, ისტორიული განვითარების ეტაპები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წლის 9 დეკემბერს მიღებული კონვენციის - „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“, შექმნის ისტორიული წინაპირობები და გამომწვევი მიზეზები, დანაშაულთან მიმართებით ეროვნული კანონმდებლობის თავისებურებანი, ისევე როგორც, გენოციდის ცალკეული შემთხვევები. მათ შორის: პირველი და მეორე მსოფლიო დროს ოსმალეთის იმპერიისა და ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები (ჰოლოკოსტი), რუანდის გენოციდი და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
ლექციას უძღვებოდა გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე.