COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, მისაღები პროცედურა, სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხად, ჩატარდება მ/წ 24 ოქტომბერს, 12:00-18:00 სთ-მდე, ონლაინფორმატით, კომბინირებულად:
- რეფერატის ან გამოცემული ნაშრომის დაცვა (ქართულად);
- გასაუბრება უცხო ენაში (მოკლე რეზიუმე სადისერტაციო თემის სავარაუდო სახელწოდებისა ან/და რეფერატში განხილული საკითხების ირგვლივ).
დეტალურ ინფორმაციას, ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების შესახებ, მიიღებთ ელ.ფოსტით.
საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 38 44 06 (107)