უნივერსიტეტის სტუდენტის ხატია შალვაშვილის ნაშრომი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კრებულში დაიბეჭდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტის სტუდენტის ხატია შალვაშვილის ნაშრომი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კრებულში დაიბეჭდა


საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოსცა კრებული, რომელშიც მოცემულია 2019 წელს გამართულ კონფერენციაზე - “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”, სტუდენტების მიერ წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომები.

 

კონფერენციის ორგანიზატორების მიერ შერჩეულ საუკეთესო ნამუშევრებს შორისაა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტის ხატია შალვაშვილის მიერ მომზადებული თემა: „სათავგადასავლო ტურიზმში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით“.

 

სტუდენტს თემის დამუშავებაში ხელმძღვანელობდა პროფესორი გივი ყუფარაძე.

 

კონფერენციის შესარჩევ კონკურსში 11 უნივერსიტეტის 19 სტუდენტი მონაწილეობდა.

 

კონფერენციის მიზანი იყო ტურიზმის პოლიტიკის განვითარების პერსპექტივების შესახებ სტუდენტების იდეებისა და არგუმენტებული მოსაზრებების წარმოჩენა.

 

კრებული საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაშია განთავსებული (https://gnta.ge/ge/publications/).