სასწავლო სტიპენდიები მაგისტრანტებისათვის Paris-Saclay-ს უნივერსიტეტისაგან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო სტიპენდიები მაგისტრანტებისათვის Paris-Saclay-ს უნივერსიტეტისაგან


უნივერსიტეტი Paris-Saclay, რომელიც 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს და სასწავლო პროგრამების, კვლევებისა და ინოვაციების ძირითადი ცენტრია ევროპაში, (3 უნივერსიტეტი, 4 უმაღლესი სკოლა “grandes écoles“ და 7 კვლევითი ცენტრი) 2020-2021 აკადემიური წლისათვის სთავაზობს სტიპენდიებს მაღალი აკადემიური მოსწრების საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან. იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი.

 

სასწავლო სტიპენდიები აკადემიური წარმატების მიხედვით გაიცემა. სტიპენდია 1 ან 2 აკადემიური წლის დაფინანსებას მოიცავს იმის მიხედვით, თუ რომელ სასწავლო წელზე ჩაირიცხება კანდიდატი.

 

ლაურეატები პერსონალიზირებული მხარდაჭერით ისარგებლებენ როგორც გამგზავრებამდე, ისე სწავლის პერიოდის განმავლობაში.

 

როგორ უნდა გაკეთდეს განაცხადი?

 

სტუდენტებმა ონლაინ განაცხადი უნდა გააკეთონ უნივერსიტეტ Paris-Saclay-ს რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ყველა მიმართულებაზე, როგორც ინგლისურენოვან, ისე ნაწილობრივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე.

 

სასტიპენდიო პროგრამაზე შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდება პროგრამის ხელმძღვანელი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 6 მაისი

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ განმარტებითი ბარათი.