გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2020 წლის 10 თებერვლიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:
მედიცინის სკოლა
- პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ქირურგიული სტომატოლოგია)
- პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (სამედიცინო მენეჯმენტი)
- ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ჰისტოლოგია)
- ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (იმუნოლოგია)
- ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული(ორთოდონტია)
- ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ბიოეთიკა)
- ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული (ყბა-სახის ქირურგია)
ბიზნესისა და მართვის სკოლა
- ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული (ბიზნესის საფუძვლები, ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები)
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
- პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ფსიქოლოგია)
- პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული (კლინიკური ფსიქოლოგია)
სამართლის სკოლა
- პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (საჯარო სამართალი)
- ასოცირებული პროფესორი - ოთხი საშტატო ერთეული (სისხლის სამართალი)
- პროფესორი - ორი საშტატო ერთეული (კერძო სამართალი)
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა
- ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (საჯარო მმართველობა)
- პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 7 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით.
- ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 7 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით.
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.
- ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 წლის ვადით.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით. პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები: პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის, არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის, არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება
სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და გასაუბრების საფუძველზე
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
- აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები/ინდიკატორები:
- სამეცნიერო აკადემიური ხარისხი ;
- სამუშაო გამოცდილება;
- თემის ხელმძღვანელობა/ ოპონენტობა;
- ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
- პროფესიული განვითარება;
- კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
- საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
- სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
- ციტირება
კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც
განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია) შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით:
- ორი ფოტოსურათი;
- განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სამეცნიერო შრომების ნუსხა - უნივერსიტეტის ფორმით
ი) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;
კ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
ლ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც უზრუნველყოფს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვას.
დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 23 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით
შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 6 აპრილს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gruni.edu.ge
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე.
თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი , მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3 ; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge ; n.kubaneishvili@gruni.edu.ge
საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) და სამეცნიერო შრომების ნუსხის ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.gruni.edu.ge,