ანა შენგელია - კერძო სკოლა აიბი „ მთიების“ მე-11 კლასის მოსწავლე
ბავშვთა უფლებები ერთი შეხედვით მარტივი თემაა, მაგრამ დღეს როდესაც მოზარდების დიდმა ნაწილმა არც კი იცის თავისი უფლებები, დღეს როდესაც ოჯახში თუ სხვადასხვა დაწესებულებაში გამუდმებით ირღვევა კოდექსი, მოზარდების უფლებების დაცვა აღარ გვეჩვენება მარტივ და ადვილად მოსაგვარებელ პრობლემად.
ყველა პრობლემის მოგვარება მისი შესწავლით იწყება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა. მან მოგვცა მოსწავლეებს შანსი გაგვეგო ჩვენი უფლებები და აღმოგვეჩინა ერთგვარი ბერკეტი იმ უთანასწორობასთან ბრძოლაში, რომელსაც ბევრი ყოველდღიურად აწყდება.
საოცარი ადამიანების მიერ შექმნილი საოცარი პროექტი - ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ის ინფორმაციაა, რომელიც შემიძლია ჩემი და ჩემი თანატოლების დასაცავად გამოვიყენო. ამ პროექტმა მოგვცა ცოდნა და განა არსებობს ცოდნაზე დიდი ძალა ამქვეყნად?!