24 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ეწვივნენ.
სტუდენტებმა პანსიონატის ბინადართ საჩუქრები მიუტანეს და მათი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ საინტერესო ისტორიებიც მოისმინეს.
აღნიშნული სოციალური აქტივობა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბალაკავრო პროგრამის შემადგენელი სავალდებულო კომპონენტია. მისი მიზანია სტუდენტს, როგორც მომავალ საჯარო მმართველს, ჩამოუყალიბოს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, ადამიანთა მიმართ თანაგრძნობის, სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ მიზნის მისაღწევად ყველა სტუდენტი ვალდებულია, პროგრამული ციკლის ფარგლებში განახორციელოს ისეთი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის ირგვლივ მყოფ ადამიანთა ცხოვრების წესის გაცნობას, ყველაზე მოწყვლადი და დაბალი სოციალური ფენის პრობლემების შესწავლასა და მონაწილეობას მათ მოგვარებაში.
მიღებული გამოცდილება მომავალ საჯარო მოხელეს ან პოლიტიკური თანამდებობის პირს დაეხმარება მიიღოს ადამიანის უფლებების დაცვაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, თანასწორობასა და მოქალაქეთა ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.