სამართლის კურსი კრიმინალისტიკაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამართლის კურსი კრიმინალისტიკაში


ევროპის იურისტ სტუდენტთა თბილისის ასოციაციამ (ელსა) პარტნიორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის, უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 23-29 მაისს განახორციელა პროექტი „სამართლებრივი კურსი კრიმინალისტიკაში“. პროექტში მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის მიმართულების 32 სტუდენტი, რომლებმაც აღნიშნულ სფეროში როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა შეიძინეს.

 

სამართლის კურსს ხელმძღვანელობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გია დეკანოზიშვილი.

 

პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს:

  1. თანამედროვე კრიმინალისტიკის საგანი, სისტემა, ამოცანები, ისტორია;
  2. თანამედროვე კრიმინალისტიკის ტექნიკა;
  3. ტრასოლოგიური ექსპერტიზის სახეები – (ფეხის, კბილების, ინსტრუმენტების, სატრანსპორტო საშუალებების კვალთა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, კვალის მიმანიშნებელი სხვა მტკიცებულებები);
  4. ექსპერტოლოგია-სასამართლო ექსპერტიზის სახეები (დაქტილოსკოპია, სადაო დოკუმენტები-ხელნაწერის, ხელმოწერის, ჰაბიტოსკოპია, ფონოსკოპია, დნმ-ის ანალიზი, ოდოროლოგია, სეროლოგია; ენტომოლოგია; ბიომეტრია და სხვა სახის ექსპერტიზა).
  5. შემთხვევის ადგილის შესწავლა (მენეჯმენტი, დათვალიერება);
  6. მტკიცებულებათა ჯაჭვი;
  7. გამოძიება და გამომძიებელი;
  8. ურთიერთობის ხელოვნება (დაკითხვა, ტყუილის ფენომენი);
  9. რას უნდა მოიცავდეს სისხლის სამართლის საქმის სწორი ანგარიში (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი);
  10. სასამართლო ბალისტიკა- უსაფრთხოება და ქცევის წესები (შესაძლებელია საექსპერიმენტო სროლები);

 

პროექტის პარტიორები იყვნენ აგრეთვე: Royal English Centre და „ბიბინეიშვილების ღვინო“.

 

ელსა თბილისი მადლობას უხდის პროექტის პარტნიორებს, მათ შორის, პროექტის გენერალურ პარტნიორს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მხარდაჭერისა და საინტერესო სამართლის კურსის ჩატარებისათვის.