უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე მედიკო-ბიოლოგიური გამოწვევები და მიღწევები”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე მედიკო-ბიოლოგიური გამოწვევები და მიღწევები”


სტუდენტთა უწყვეტი განვითარების ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის დღის წესრიგში მუდმივად განიხილება ახალგაზრდების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება.

 

ამ მიზნით მედიცინის სკოლამ უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად დაამკვიდრა ყოველწლიური უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მედიცინის სფეროს მიღწევებსა და გამოწვევებს განიხილავს და ერთგვარად წარადგენს კიდეც სტუდენტთა მოსაზრებებს ამ მიმართულებით.

 

მიმდინარე წლის 3 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართულმა სტუდენტურმა კონფერენციამ განიხილა თანამედროვე მედიკო-ბიოლოგიური გამოწვევები და მიღწევები.

 

პროექტს ხელმძღვანელობდნენ: მედიცინის სკოლის დეკანი - ანა თეგეთაშვილი და პროფესორი მარინა შაქარაშვილი, პროექტის კოორდინატორი იყო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია არაბული.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გრიგოლ რობაქიძის სახელობის, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და თდასუს სტუდენტები. TikTok Likes Kaufen PayPal

 

ახალგაზრდებმა საინტერესო ნაშრომები წარადგინეს, თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. კონფერენციას უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.

 

 ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.