დასრულდა პროექტი „ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საფუძვლები“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასრულდა პროექტი „ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საფუძვლები“


დასრულდა „Teen Academy”-ის ფარგლებში გამართული კიდევ ერთი პროექტი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი მურთაზ კვირკვაია მოსწავლეებს ესაუბრა იმ სასწავლო პროგრამების შესახებ, რომლებსაც ეს სკოლა ახორციელებს. გააცნო მათ მიღწეული წარმატებები და სამომავლო გეგმები.

 

პროექტის ფარგლებში სკოლის პროფესორ-მასწავლებლები: ვასილ კიკუტაძე, მაკა ფირანაშვილი, არჩილ გამზარდია და დავით სარიშვილი მოსწავლეებთან ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ ბიზნესის მართვის სპეციფიკურ თავისებურებებს, მის ძირითად ფუნქციებს (დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა, კონტროლი), მენეჯმენტის ტიპებს, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელების ტექნოლოგიებს, ტურიზმის ეკონომიკურ ბუნებას, ტურისტული პროდუქტის სპეციფიკურობასა და სხვა საკითხებს.

 

ამასთან ერთად, წარჩინებულმა სტუდენტებმა: ლიზი გორგაძემ, ანა გოგოლაძემ, ხატია შალვაშვილმა და ხატია ზურაბიშვილმა მოსწავლეებს გაუზიარეს გაცვლითი პროგრამით სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება.

 

სწავლების პერიოდში დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელსაც პედაგოგებმა და სტუდენტებმა ამომწურავი პასუხი გასცეს.