18-19 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძისა და ევროპის უნივერსიტეტების მხარდაჭერით კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციამ განახორციელა პროექტი - „ერთი დღე ლექტორად.“
პროექტი მიზნად ისახავდა აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობით სტუდენტების დაინტერესებასა და პროფესიული საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. ამასთან ერთად, სტუდენტებში აუდიტორიასთან ურთიერთობისა და ინტერაქტიური კომუნიკაციის უნარის გამომუშავებას.
პროექტში მონაწილეობდნენ სამართალმცოდნეობის/საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.
18 დეკემბერს პროექტის ოფიციალური გახსნა გაიმართა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სადაც გასაუბრების შედეგად შერჩეულმა სამმა სტუდენტმა-ლექტორმა წარმოადგინა სალექციოდ მომზადებული თემა:
- ლიკა ნავროზაშვილმა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა - „საკანონმდებლო ხარვეზის განხილვა დაზღვევის სამართლის მაგალითზე“;
- მარიამ ცხადაძემ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა - „ადმინისტრაციული ხელშეკრულება, როგორც საჯარო მოხელის შესახებ ახალი კანონის ნოვაცია“;
- მარიამ სულავამ - სულხა - საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტმა - „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც ლექციას ესწრებოდნენ, განსახილველ თემასთან დაკავშირებით დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და სპეციალურ ჟიურისთან ერთად შეაფასეს თითოეული სტუდენტი-ლექტორის ნამუშევარი.
სტუდენტი-ლექტორების ლექციას ესწრებოდა უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი - ანა ფირცხალაშვილი.
პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ სეტრიფიკატი. მათთვის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა სპეციალური პრიზებიც დააწესა.
გამარჯვებულების შესახებ საბოლოო შედეგებს სპეციალური ჟიური 20 დეკემბერს გამოაცხადებს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI