სომხეთსა და საქართველოს შორის აკადემიური, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზაცია „ARMACAD“-ი იწვევს სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესორებს, მონაწილეობა მიიღონ სომხეთსა და საქართველოს შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარების პირველ პროგრამაში.
პროგრამის მიზანია სომხურ უნივერსიტეტებში, აკადემიურ დაწესებულებებში, სამინისტროებში, მუზეუმებსა და პროგრამის მონაწილეთა აკადემიურ ინტერესთან დაკავშირებულ ადგილებში ვიზიტის მეშვეობით ქართველ კოლეგებს გააცნოს დღევანდელი სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემა.
აღნიშნულის შესაბამისად, ორგანიზაცია „ARMACAD“-ი ქართველ სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესორებს 2019 წლის 7-11 ოქტომბერს სთავაზობს ტურს სომხეთის უნივერსიტეტებსა და სხვა აკადემიურ დაწესებულებებში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე
საკონტაქტო პირი: თამარ თავხელიძე - t.tavkhelidze@gruni.edu.ge