მეცნიერების განვითარებასა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სრულყოფას უნივერსიტეტი თავის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სხვადასხვა კვლევითი ცენტრისა და ინსტიტუტის საქმიანობა.
25 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მხარეები შეთანხმდნენ სამართლისა და კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივად განახორციელონ სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტი, აქტივობები, რომელიც საფუძველს შექმნის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებისა და ახალი სამეცნიერო კადრების მოსამზადებლად. უზრუნველყოფს ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდასა და ხელს შეუწყობს მათ საერთაშორისო სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში ინტეგრირებას.
მემორანდუმით გათვალისწინებულია, აგრეთვე, ერთობლივი კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და დისკუსიების გამართვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე და სამეცნიერო შრომების მომზადება და გამოქვეყნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალებში.
საკონტაქტო პირი: მალხაზ ბაძაღუა - 577 400 312