გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრი იწყებს კრიმინალური გამოძიებისა და სასამართლო მეცნიერებების სერტიფიცირებულ სასწავლო კურსს.
კურსის ხანგრძლივობა: 48 საათი, კვირაში 3 დღე, სწავლის ხანგრძლივობა - 3 საათი, სწავლების დრო - საღამოს საათები (მსმენელებთან შეთანხმებით).
სწავლის საფასური - 750 ლარი
ჯგუფის შემადგენლობა: 15 მსმენელი
მსურველების რეგისტრაცია დაიწყება 1 ნოემბერს, სწავლება - 19 ნოემბერს.
კრიმინალური გამოძიების კურსი მოიცავს შემდეგ საკითხების შესწავლას:
- კრიმინალისტიკა - „მეთოდოლოგია“;
- კრიმინალისტიკის ტექნიკა;
- საპროცესო და სისხლის სამართლებრივი საკითხები კრიმინალისტიკაში;
- შემთხვევის ადგილისა და ავტომობილის დათვალიერება, მენეჯმენტი;
- კვალთა მოძიების ტექნიკა;
- ნივთმტკიცებებზე (სამხილებზე) მუშაობა - აღმოჩენა, ამოღება, შეფუთვა, შენახვა;
- ბალისტიკური მტკიცებულებების ამოღება ანალიზი, იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობის პრაქტიკული ასპექტები;
- საგამოძიებო (კრიმინალისტიკური) ფოტოგრაფია;
- შემთხვევის ადგილის სქემატური ჩახაზვა (სკეტჩი)
- სხვადასხვა ნივთმტკიცების (კვალური სამხილების) ამოღება;
- დოკუმენტაციის შედგენა;
- სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების თავისებურებები (მკვლელობის, ქურდობის, ყაჩაღობის და ა.შ);
- დაკითხვისა და გამოკითხვის ფსიქოლოგიური თავისებურებები, ურთიერთობის ხელოვნება, ტყუილი და გამოძიება. (საავტორო სახელმძღვანელო: „დაკითხვის თანამედროვე პრობლემები სისხლისსამართალწარმოებაში და კრიმინალისტიკაში“ გამოყენებით);
- გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოზე წარდგენის თავისებურებები.
ექსპერტოლოგია, სასამართლო მეცნიერებების კურსი მოიცავს შემდეგ საკითხების შესწავლას:
- ექპერტიზების ადგილი კრიმინალისტიკაში, სასამართლო მეცნიერებები - „მეთოდოლოგია“;
- სასამართლო ექსპერტიზის სახეები, შესაძლებლობები მსოფლიოში (მათ შორის, საქართველოში;
- კრიმინალისტიკის ტექნიკა;
- კვალთა მოძიების ტექნიკა, ნივთმტკიცებებზე (სამხილებზე) მუშაობა, ექსპერტიზაზე წარდგენა;
- სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობები (მათ შორის, საქართველოში):
- დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზა;
- ბალისტიკური ექსპერტიზა;
- დაქტილოსკოპია;
- სისხლი და დნმ;
- სასამართლო ტოქსიკოლოგია;
- სასამართლო ოდონტოლოგია;
- სასამართლო სეროლოგია;
- სასამართლო ბიოლოგია;
- სასამართლო ანთროპოლოგია;
- სასამართლო ენტომოლოგია;
- ავტოტექნიკური;
- ნარკოტიკების ექსპერტიზა;
- სასამართლო ინჟინერია (საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა);
- სასამართლო მიკროკოპია;
- სასამართლო ფოტოგრაფია;
- ტრასოლოგია;
- ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა;
- სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა;
- კომპიუტერული ექსპერტიზა, მობილური, ვიდეო - სამეთვალყურეო;
- ქიმიური ექსპერტიზა (ნარკოტიკები);
- სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზა;
- საექსპერტო დოკუმენტაციის შედგენა (დასკვნა, საკონსულტაციო დოკუმენტაცია);
- საექსპერტო დასკვნის, მტკიცებულებების სასამართლოზე წარდგენის თავისებურებები (ექსპერტმოწმის დაკითხვა);
სასწავლო რესურსი:
გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრი, უახლესი ამერიკული და ევროპული ტექნიკური აღჭურვილობით.
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს.
კურსის ხელმძღვანელი: გია დეკანოზიშვილი
სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა საქართველოს, ინგლისის, აშშ, რუსეთისა და ჩეხოსლოვაკიის კრიმინალისტიკურ ცენტრებთან, არის არაერთი სტატიისა და წიგნის ავტორი, გავლილი აქვს ფედერალური ბიუროსა და ევროპული საგამოძიებო სკოლების ტრენინგკურსები, მიღებული აქვს სერტიფიკატები სწავლების განხორციელებაზე.
საკონტაქტო პირი: გია დეკანოზიშვილი - 599 55 12 88, 571 55 12 88