აკადემიური ნათლობა უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აკადემიური ნათლობა უნივერსიტეტში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სრული ავტორიზაცია მიიღო და 2018-2019 სასწავლო წელს ახალი სტრატეგიითა და სამუშაო გეგმით შეუდგა მუშაობას.

 

სამწლიანი სამოქმედო გეგმა სწავლა-სწავლებასთან ერთად სტუდენტთა პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობის საკითხებსაც მოიცავს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ე.წ. „აკადემიური ნათლიის“ ინსტიტუტის შემოღებასაც გულისხმობს.

 

პირველი აკადემიური წლის სტუდენტთა ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს სამართლისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლებში საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელთა აკადემიური ნათლობა შედგა.

 

პირველკურსელებმა ლოტოტრონის პრინციპით აკადემიურ ნათლიად აირჩიეს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში საუნივერსიტეტო სივრცეში მეგზურობას გაუწევენ და დაეხმარებიან ხალბედა სტუდენტებს.

 

უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს თითოეულ პირველკურსელს.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge