საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია


სამეცნიერო კვლევებში ახალგაზრდა თაობის აქტიურად ჩართვის, მათი მხარდაჭერის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წლის 5 ივნისს უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური მულტიდისციპლინური კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციაში მონაწილეობდა: გრ. რობაქიძის სახელობის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის, საქართველოს ეროვნული, ილიასა და ქართულ-ამერიკული, აგრეთვე, ლაზარკისა და იან კოხონოვსკის (პოლონეთი) უნივერსტეტების, სულ 95 ქართველი და უცხოელი სტუდენტი.

 

სტუდენტებმა (ბაკალავრები და მაგისტრები) წარმოადგინეს თავიანთი კვლევის შედეგები სხვადასხვა სფეროში:

  • სამართალი;
  • მედიცინა;
  • პოლიტიკის მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის მეცნიერებები;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;

 

კონფერენციაზე ახალგაზრდა მკვლევრებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, როგორიცაა: „შეწყალებისა და ამნისტიის შედარებითი სამართლებრივი ანალიზი“, „ოჯახში ძალადობა - საქართველო და საერთაშორისო პრაქტიკა“, „გენდერული თანასწორობა ქართულ შრომით ურთიერთობებში“, „ფემიციდი“, „ელექტრონული საარჩევნო სისტემების თავისებურებათა ანალიზი“, „ლისაბონის ხელშეკრულების მნიშვნელობა ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში“, „ხისტი ძალის მიღმა“, „პროზელიტიზმი და საღვთისმსახურო ენის საკითხი აჭარაში“, „ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემები ქართულ მედიაში“, „სიმსივნის ჩამოყალიბების განმაპირობებელი მიზეზები“, „უჯრედების დიფერენცირების გარემოებები“, „ბიტკოინის არსი“ და სხვა.

 

კონფერენციამ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: თემის აქტუალობა, საუკეთესო პრეზენტაცია, სიახლე/ორიგინალური ხედვა, ჟიურის სიმპათია.

 

მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ახალგაზრდა მკვლევრებს ულოცავს ამ წარმატებას.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ თავხელიძე - t.tavkhelidze@gruni.edu.ge