გასვლითი ლექცია თბილისის ბოტანიკურ ბაღში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი ლექცია თბილისის ბოტანიკურ ბაღში


ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა პროფესორებთან მაკა ფირანაშვილთან, მაია მელაძესთან და ლელა გიორგაძესთან ერთად დაგეგმეს გასვლითი ლექცია თბილისის ბოტანიკურ ბაღში. გასვლითი ლექცია სტუდენტებისთვის წაიკითხა ამავე სკოლის ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებულმა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი თარხნიშვილმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ Erasmus+ -ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამით პოლონეთიდან ჩამოსული სტუმარი, კიელცეს იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ვალეკ გრეგორცი და სტუდენტი ანა მალანოვსკა.

 

ლექცია შეეხებოდა ბოტანიკურ ბაღში განხორციელებულ პროექტებს, საქართველოში ყველაზე გრძელი, ექსტრემალური ტურისტული ატრაქციონის „ზიპლაინ ნარიყალას” ფუნქციონირებას, რეკრეაციული ზონების მარკეტინგსა და პიარს, ფასწარმოქმნის სტრატეგიებს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას, დისქაუნთინგს, მარკეტინგულ კამპანიებს, ფრომოუშენს და სხვა.

 

სტუდენტებმა ბოტანიკურ ბაღში დაათვალიერეს იაპონური კუთხე, ჩანჩქერი, ტურისტული ბილიკები, საინფორმაციო დაფები და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის განსაკუთრებული ნიმუშები.

 

გასვლითი ლექციის მიზანი იყო თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარ – ჩვევების გამომუშავება და ახალი ტურისტული პროდუქტის შესწავლა.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge