გრ.რობაქიძისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტთა ერთობლივი ექსპოზიცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრ.რობაქიძისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტთა ერთობლივი ექსპოზიცია


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიხსნა ექსპოზიცია „ქართული სახელმწიფოებრიობა და დიპლომატიკა“, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.

 

ექსპოზიცია გრიგოლ რობაქიძისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოამზადეს.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ოფიციალური საბუთების ისტორია ჩვენამდე მოღწეული პირველი დოკუმენტებიდან დაწყებული ვიდრე დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, კერძოდ, მეფეთა სიგელ-გუჯრების ასლები და სამოქალაქო და სისხლის სამართლის საბუთები: არზა-ოქმები, სასისხლო სიგელები, მეფეთა და ბატონიშვილთა განაჩენები და განჩინებები, აგრეთვე, ქართულ-სპარსული, ქართულ-ოსმალური და ქართულ-რუსული ურთიერთობების დროს დადასტურებული საბუთები, იმდროინდელი ოფიციალური მიმოწერის ამსახველი თხოვნა-წერილები, პირველ ქართულ გაზეთში - „საქართველს გაზეთში“, გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტები და სხვ.

 

ექსპოზიციაზე სტუდენტებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ოფიციალური საქმისწარმოების, ისტორიული საბუთების შედგენისა და გაფორმების წესი და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა პერიოდის დიპლომატიკისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.

 

ექსპოზიციის მომზადებას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მერი ლომია.

 

ღონისძიებას უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად ორივე უნივერსიტეტის რექტორი- მამუკა თავხელიძე და ილიას ჩილოღლუ, ესწრებოდა. მათ სტუდენტების ნამუშევრებს მაღალი შეფასება მისცეს და ექსპოზიციის მომზადებაში აქტიური მონაწილეობისათვის, სერტიფიკატები გადასცეს.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია m. lomia@gruni.edu.ge