პოლონელი პროფესორის ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პოლონელი პროფესორის ლექცია


Erasmus + -ის ფარგლებში გრძელდება ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მოწვევა და სწავლა-სწავლებისა და კვლევით პროცესებში მათი ჩართვა.

 

მიმდინარე წლის აპრილში უნივერსიტეტს ეწვია ლაზარსკის (პოლონეთი) უნივერსიტეტის პროფესორი ლუკას კონოპიელკო, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციების ინტენსიური კურსი თემაზე - Economics of Telecommunication.

 

 პოლონელი პროფესორის ლექციები მოისმინეს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა. ისინი გაეცნენ თანამედროვე ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიის უახლეს მიღწევებს, ამ დარგის კომპანიების მართვის სპეციფიკას, ეკონომიკურ ასპექტებს, რეალობასა და პერსპექტივებს.

 

ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი - სტუდენტებმა ცოდნის შეძენასთან ერთად ურთიერთობის კარგი პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს.

 

ამავე დროს, ახალგაზრდები დიდი ინტერესით გაცნენ პოლონეთის ეთნო-კულტურულ ტრადიციებს.

 

პოლონელი პროფესორი და სტუდენტები ამ ვიზიტით კმაყოფილები დარჩნენ.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ თავხელიძე - t.tavkhelidze@gruni.edu.ge