საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს მიერ ორგანიზებულ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ნინო საჩალელმა წარადგინა კვლევა: “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კვლევა ეხებოდა საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში წარმოდგენილი მეხუთე მიზნის შესრულებას.
დოქტორანტმა კონფერენციის სამი საკონკურსო ეტაპი: I ეტაპი - თეზისების წარდგენა, II ეტაპი - ნაშრომების წარდგენა, III ეტაპი - შერჩეული ნაშრომების კონფერენციაზე წარდგენა, წარმატებით გადალახა, მისმა ნაშრომმა მოწონება დაიმსახურა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ნინო საჩალელს კვლევაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა, წარმატება მიულოცა და სერტიფიკატი გადასცა.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge
თამარ გამსახურდია t.gamsakhurdia@gruni.edu.ge