საჯარო ლექცია სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია სტუდენტებისათვის

უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილია დარგის სპეციალისტებსა და პრაქტიკოსებთან სტუდენტების მუდმივი შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, პრობლემური საკითხების განხილვა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს გაეცნონ ამა თუ იმ სფეროში მიმდინარე პროცესებსა და თანამედროვე გამოწვევებს და ამით განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.

 

მიმდინარე წლის 11 აპრილს ბიზნესის და მართვის სკოლის ორგანიზებით ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩატარდა ღია ლექცია „საფინანსო სექტორებს შორის კონკურენციის მნიშვნელობა, საქართველოს მაგალითზე“. ლექცია წაიკითხა საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა. ლექცია საინტერესოდ წარიმართა. მოწვეულმა სტუმარმა გაანალიზა უცხოური გამოცდილების კონტექსტში საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის არსებული ურთიერთობები საქართველოში, სახელმწიფოს როლი საფინანსო სექტორში კონკურენციის პირობების დაცვაში, მოსახლეობის დამოკიდებულება საფინანსო სექტორზე და სხვა საინტერესო საკითხები. ლექციის დასასრულს შოთა გულბანმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

 

 

საკონტაქტო პირი: ვასილ კიკუტაძე, v.kikutadze@gruni.edu.ge