გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ყოველწლიური წარმატებული პროექტი „Teen Academy” დაიწყო.
პროექტის მიზანია მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის, კარიერული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
წელს „Teen Academy”-ის პროექტებში მონაწილეობის მისაღებად 580 მოსწავლე დარეგისტრირდა.
„Teen Academy” გაიხსნა სამართლის სკოლის პროექტით „მედიაცია 2018“.
საზეიმო ცერემონიაზე უფროსკლასელებს მიესალმნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და პროექტის ხელმძღვანელები. სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ ია ხურციძემ მოსწავლეებს გააცნო მედიაციის არსი, მიზანი, მნიშვნელობა და მახასიათებლები. ასევე, კონკურსის პირობები.
პროექტის ფარგლებში უფროსკლასელები სხვადასხვა ჯგუფებად იმუშავებენ და დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას. მოსწავლეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარმატებული სტუდენტები. სწავლება 1 კვირას გასტანს და თეორიულად მიღებულ ცოდნას მოსწავლეები პრაქტიკულად წარმოადგენენ, კერძოდ, მედიატორის მეშვეობით გადაწყვეტენ სადავო საკითხს.
გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის ვაუჩერს.
საკონტაქტო პირი: ია ხურციძე 599509696