საპანელო დისკუსიით - „საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა თავის ცვლილებების მიმოხილვა“, გაიხსნა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დისკუსიაში მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება. მან, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურასა და მის შინაარსზე, აგრეთვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ძირითად უფლებათა განმარტებებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.
აქტუალობის გამო, განსახილველმა საკითხმა მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ანა ფირცხალაშვილმა დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები დაგეგმილია გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტშიც.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599 776 771