ბიზნესის და მართვის სკოლის მაგისტრანტებისთვის “ბიზნესის მდგრადი განვითარების“ დისციპლინის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასი თემაზე “ექსპორტის გაზრდის რაციონალური გზა“. მასტერკლასს უძღვებოდნენ აკადემიკოსი ვახტანგ ქიზიყურაშვილი და მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ ჯალიაშვილი. განხილულ იქნა ქართული ესპორტის მდგომარეობა, არსებული პრობლემები და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები. მაგისტრანტთა დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის საფუძვლიანმა ანალიზმა. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიური ფორმატით.
საკონტაქტო პირი: პროფ. დემურ გიორხელიძე, d.giorkhelidze@gruni.edu.ge